მოსახლეობას ხორცის ნაკლებად ჭამას სთხოვენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალისტების გათვლებით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ადამიანებმა ხორციდან, თევზიდან, კვერცხიდან, რძის პროდუქტებისა და ცხოველური ცილის სხვა წყაროებიდან დღეში არაუმეტეს 350 კალორია უნდა მიიღონ. დანარჩენი 2 000-ზე მეტი კალორია კი ორგანიზმმა მცენარეული პროდუქტებიდან უნდა მიიღოს. ხილსა და ბოსტნეულზე გათვლილია 720 კალორია, მარცვლეულ პროდუქტებზე - 820, მცენარეულ ცხიმზე, ნიგოზზე, პარკოსნებზე, შაქარსა და სახამებლის შემცველებზე, როგორიც არის კარტოფილი - 400 კალორია. მოსახლეობის კვებითი ჩვევების გადახედვა, სწავლულების გათვლებით, შეამცირებს ჭარბი წონით გამოწვეულ დაავადებებს და ამ მიზეზით სიკვდილიანობაც მოიკლებს. ამ გზით, 2060 წლისთვის, შესაძლებელი იქნება, რომ ყოველწლიურად, 26 მილიონი ადამიანის სიკვდილი ავიცილოთ თავიდან.