Google ასობით თანამშრომელს ათავისუფლებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Alphabet-ის Google ასობით თანამშრომელს ტექნიკური, საინჟინრო და ციფრული ხმოვანი ასისტენტის გუნდებიდან ათავისუფლებს. დათხოვნების მომდევნო სერია კომპანიაში ხარჯების შემცირებას უკავშირდება.

თანამშრომლები, რომლებზეც შემცირება გავრცელდა, სიახლეს ეტაპობრივად იღებენ. კომპანიის თქმით, მათ შეუძლიათ Google-ში არსებულ სხვა ღია ვაკანსიებზე შეიტანონ განაცხადი.

შემცირებებს აკრიტიკებს და უსაფუძვლოს უწოდებს დასაქმებულთა გაერთიანება,The Alphabet Worker Union-ი.

„ჩვენი გუნდის წევრები დაუღალავად მუშაობენ საუკეთესო პროდუქტების შექმნისთვის. კომპანია ვერ გააგრძელებს ყოველ კვარტალში თანამშრომლების დათხოვნას, მილიარდების გამომუშავების ფონზე. არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ ჩვენი სამუშაო ადგილები დაცული არ იქნება“,- ნათქვამია მათ მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


Tonight, Google began another round of needless layoffs. Our members and teammates work hard every day to build great products for our users, and the company cannot continue to fire our coworkers while making billions every quarter. We won’t stop fighting until our jobs are safe!

— Alphabet Workers Union (AWU-CWA) (@AlphabetWorkers) January 11, 2024
საძიებო სისტემის კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში, მზარდ ზეწოლას განიცდის კონკურენტი Microsoft-ისა და ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-გან. ინვესტორებთან საუბრებში Google-ის აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, გაათავისუფლონ კადრები და გამოყონ რესურსები პრიორიტეტულ მიმართულებებში ინვესტირებისთვის.

„2023 წლის მეორე ნახევარში მუშაობის ეფექტურობის გაზრდისა და რესურსების შესაბამისად გამოყენების მიზნით, ჩვენს არაერთ გუნდში შევიდა ცვლილებები. ზოგიერთი გუნდი აგრძელებს ამ ტიპის ორგანიზაციულ ცვლილებებს, რაც გარკვეული პოზიციებიდან თანამშრომელთა გათავისუფლებებსაც გულისხმობს“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

მშობელმა კომპანია Alphabet-მა თანამშრომელთა შემცირების შესახებ განცხადება გასული წლის იანვარში გააკეთა. კომპანია მაშინ გლობალურად თანამშრომლების 6%-ის ანუ 12 000 პოზიციის შემცირებაზე საუბრობდა, რამაც შეშფოთება გამოიწვია დასაქმებულებს შორის. თუმცა Alphabet-მა გასულ წლიდან შედარებით მცირე მასშტაბებით, რამდენჯერმე შეამცირა კადრები სხვადასხვა დეპარტამენტში.