საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 8 იანვარს დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის, ელისაბედ ბორნის თხოვნა გადადგომის შესახებ - აცხადებს პრეზიდენტის ოფისი.

ბორნის გადადგომის ფონია ბოლო ხანებში გამოკვეთილი პოლიტიკური დაძაბულობა კამათის საგნად ქცეული კანონმდებლობის გარშემო, რომელსაც მაკრონი უჭერს მხარს და რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, ითვალისწინებს მთავრობისთვის ზოგიერთი უცხოელის დეპორტაციის უფლებამოსილების გაფართოებას.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორნი დაინიშნა 2022 წლის მაისში, მას მერე, რაც მაკრონი მეორედ იქნა არჩეული პრეზიდენტად. ის საფრანგეთის მეორე ქალი პრემიერი იყო.

მაკრონის ოფისის განცხადების თანახმად, ახალი მთავრობის დანიშვნამდე ბორნი გააგრძელებს ყოველდღიური საშინაო საქმეების წარმოებას.