გულგატეხილებს სასტუმროში ეპატიჟებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოტლანდიაში მდებარე სასტუმრო Ardoch House-ის მცხოვრებთათვის ხელმძღვანელობას უჩვეულო შეთავაზება აქვს - ეს 5-დღიანი დასვენებაა, რომლის დროსაც, კლიენტს „საკუთარ შინაგან სამყაროში მოგზაურობას“ სთავაზობენ ახალი აღმოჩენებითა და მოგონებებით. ამგვარი „მოგზაურობის“ მიზანი დანაკარგთან შეგუების მართვაა. ეს შეთავაზება, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს, ან რამე, სხვა მიზეზით დარდობენ, როგორიც, მაგალითად, ურთიერთობების გაწყვეტა ან განუხორციელებელი გეგმებია.

იდეის ავტორების თქმით, სტუმრებთან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, კვალიფიციური კონსულტანტები იმუშავებენ. გულგატეხილებს სასტუმრო დასვენებას თვალწარმტაც გარემოში - ლოხ ლომონდის ნაციონალურ პარკში ჰპირდება. ამგვარი თერაპიის გავლა ერთდროულად 20 მსურველს შეეძლება. ხუთდღიანი „მოგზაურობის“ ღირებულება 3 725 ევრო იქნება.