როგორ ვიმახსოვრებთ სიზმრებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, როგორ იმახსოვრებს ადამიანი სიზმრებს. მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც მათ ძილის დროს ტვინის აქტივობასა და ნეირონებს შორის სინაპტიკური კავშირის ურთიერთობა დაადგინეს. მოდელმა აჩვენა, რომ ძილის დროს ტვინის ქერქში ელექტრული აქტივობის ნელი რყევები ხდება, ხოლო ჰიპოკამპში - სწრაფი რყევები.

ჰიპოკამპი ტვინის ნაწილია, რომელიც ადამიანის სწავლასა და მის მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ტვინის ქერქსა და ჰიპოკამპს შორის ურთიერთობის შედეგად, მოკლევადიანი დამახსოვრებული ინფორმაცია გრძელვადიანად გადაიქცევა, ხოლო უკურეაქციის შედეგად, თავის ტვინის ქერქის ნეორონები ხელახლა აღიგზნება და დამახსოვრებული ინფორმაცია მეხსიერებაში მყარდება.