საბერძნეთში ცხვრები „ჩაკაიფდნენ“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბერძნეთში, ფესალიაში, ცხვრების ფარა კანაფის პლანტაციაში შეიპარა და მთელი მოსავალი, დაახლოებით, 100 კილოგრამი კანაფი შეჭამა. შტორმ „დანიელის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის გამო, ცხოველებს საკვები შემოაკლდათ და ახალი ბალახის ძიებაში, ქალაქ ალმირესის მახლობლად მდებარე სათბურს მიადგნენ, სადაც სამედიცინო კანაფი მოჰყავდათ. დამშეულმა პირუტყვმა „მარიხუანას“ მთელი მოსავალი გადასანსლა. მწყემსმა კი შეამჩნია ცხვრების უცნაური ქცევა, მაგრამ მიზეზი რა იყო, ვერაფრით მიხვდა.

არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. ჯერ დიდმა სიცხეებმა გადაგვიხმო მოსავალი, მერე წყალმა წაიღო და რაც დარჩა, ისიც ცხვრებმა შეგვიჭამეს, - აცხადებს სათბურის მფლობელი.