ყალბი ნახატების გამოფენას გამართავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამ ზაფხულს, ნისლიანი ალბიონის დედაქალაქში, კურტოს გალერეაში გაიხსნება გამოფენა, სადაც ხელოვნების ცნობილი ნიმუშების ის ყალბი ნამუშევრები იქნება წარდგენილი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, ორიგინალებად მიიჩნეოდა. გამოფენის დამთვალიერებლებს მოუთხრობენ ამ სურათებისა და ქანდაკებების ისტორიებსაც და იმასაც, როგორ გამოააშკარავეს ისინი. გამოფენას Art and Artifice: Fakes from the Collection ჰქვია. მასზე პირველად იქნება წარდგენილი 30-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთაც სანდრო ბოტიჩელის, ოგიუსტ როდენის, დირკ ვან ბაბიურენისა და სხვა ხელოვანთა ორიგინალებად ასაღებდნენ. ექსპონატებს შორის იქნება, მაგალითად, ბოტიჩელის მადონების სტილში შესრულებული ტილო, რომელიც უმბერტო ჯუნტიმ შექმნა. მისი თაღლითობა მაშინ გამოაშკარავდა, როცა შენიშნეს, რომ „მადონა“ მსახიობ გრეტა გარბოს ჰგავდა - ფალსიფიკატორი მისი დიდი თაყვანისმცემელი იყო.