FBI უკრაინას რუსული ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Reuters- ინფორმაციით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო [FBI] უკრაინას რუსული ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება. გამოცემა ინფორმაციას ვაშინგტონში, თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ძირითადად, საუბარია ციფრულ ინფორმაციაზე, როგორიცაა გეოლოკაცია, ზარები მობილური ტელეფონებიდან და მათი მფლობელების ინფორმაცია.

„ინფორმაციის შეგროვება, მისი ანალიზი და შემდგომი გამოყენება არის ის, რაშიც FBI-ს აქვს დიდი გამოცდილება“, განუცხადა FBI-ს სპეციალურმა აგენტმა ალექს კობზანეცმა Reuters-ს და ამით წყაროს ინფორმაცია არ უარყო.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის და დაღუპული ჯარისკაცების დნმ-ის ნიმუშების ანალიზიც.

ეს ყველაფერი კიბერუსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია, რომელშიც ორივე ქვეყანა რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს.

FBI ამტკიცებს, რომ მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზში ჩართულია რამდენიმე ამერიკული სპეციალიზებული კომპანიაც და იმის შანსი, რომ სამხედრო დანაშაულებისა და დამნაშავეების მაქსიმალური რაოდენობა დადგინდეს, ძალიან დიდია.