კიბოს წამალი - სიბერის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ დღეისთვის, სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე უფრო ეფექტიანი მეთოდი ახალგაზრდობაში ცნობილი სამედიცინო პრეპარატის მიღებაა. ასეთი დასკვნები მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარებმა „რაპამიცინთან“ დაკავშირებით გააკეთეს, რომელიც 50 წელზე მეტია, მედიცინაში გამოიყენება. „რაპამიცინი“ აღმოაჩინეს, როგორც ანტიბიოტიკი, თუმცა მოგვიანებით იყენებდნენ, როგორც იმუნოსუპრესორს სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიისას. ამჟამად მას სწავლობენ, როგორც „სიბერის საწინააღმდეგო“ პოტენციურ წამალს. ეს პრეპარატი უჯრედებში ბლოკავს TOR-ის კომპლექსს, რომელიც უჯრედს ზრდის, გამრავლების, ენერგიის წარმოებისა და დაგროვებისკენ უბიძგებს. ყველა ეს პროცესი უჯრედშიდა „ნაგვის“ დაგროვებას იწვევს, მისი დაბლოკვა კი დაბერების პროცესს გადაწევს. ლაბორატორიულმა კვლევებმა პოზიტიური შედეგები აჩვენა. მკვლევარები ახლო მომავალში კლინიკური ცდების ჩატარებას გეგმავენ. „რაპამიცინი“ ტოქსიკური პრეპარატია, რომელსაც უამრავი გვერდითი მოვლენა აქვს, როგორც ყველა სიმსივნისსაწინააღმდეგო წამალს. ეს უშლის ხელს მხოლოდ არათუ მის გამოყენებას, არამედ, ადამიანებზე ცდების ჩატარებასაც კი.