აპრილში ბრძოლის ველზე რუსების დანაკარგი შემცირდა - ბრიტანეთის დაზვერვა მიზეზებს განმარტავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 2023 წლის აპრილში, რუსეთის საშუალო დღიური მსხვერპლის მაჩვენებელი სავარაუდოდ დაეცა დაახლოებით 30 პროცენტით. უწყება ამბობს, რომ ეს მოჰყვა იანვარ-მარტში რუსეთის განსაკუთრებულად მძიმე მსხვერპლს.

ბრიტანული დაზვერვა დასკვნას უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს და წერს, რომ მარტში რუსების საშუალო დღიური დანაკარგი 776 სამხედრო პერსონალს წარმოადგენდა, აპრილში კი ეს რიცხვი 568-მდე შემცირდა. 

უწყება წერს, რომ მათ არ შეუძლიათ დაადგინონ თუ ზუსტად რა მეთოდოლოგიით ახორციელებენ უკრაინელები დანაკარგების დათვლას, თუმცა ამბობენ რომ მათი ზოგადი ტენდენცია, სავარაუდოდ, ზუსტია.

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთის დანაკარგები დიდი ალბათობით შემცირდა, რადგან ზამთრის შეტევის მცდელობამ ვერ მიაღწია მიზნებს და რუსული ძალები ახლა ორიენტირებულნი არიან უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადებაზე.