იემენში საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჭყლეტას 85 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იემენის დედაქალაქ სანაში საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჭყლეტა მოხდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 85 ადამიანი დაიღუპა და 320-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

საქველმოქმედო ღონისძიება რამადანის თვის ბოლო დღეებისადმი იყო მიძღვნილი და ყველა მოსულ მსურველს ორგანიზატორები 9 დოლარს აძლევდნენ.

თვითმხილველთა ცნობით, ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხის ნაკადების გასაკონტროლებლად ჰაერში ისროდნენ. ერთ-ერთი ასეთი გასროლა ელექტროკაბელს მოხვდა, რასაც აფეთქება მოჰყვა და სწორედ ამ აფეთქებამ გამოიწვია პანიკა.

იემენის შსს-ში აცხადებენ, რომ ღონისძიება ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა, მისი ორგანიზატორები უკვე დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თითოეული ოჯახი, რომელმაც ჭყლეტაში ნათესავი დაკარგა, 2000-მდე დოლარს მიიღებს, დაჭრილები კი 400 დოლარს მიიღებენ.