60 ახალი სტატია

ჭიქა ღვინო თირკმელებს იცავს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ ყოველდღიურად, ადამიანი ერთ ბოკალ ნებისმიერ ღვინოს მიირთმევს, ორგანიზმს თირკმელების დაავადებისგან დაიცავს, ხოლო თუ ასეთი სენი უკვე არსებობს, ამ შემთხვევაში, ღვინო გულს დაიცავს - მიაჩნიათ კოლორადო-დენვერის უნივერსიტეტის მკვლევარებს. სწავლულებმა კველევის საშუალებით დაამტკიცეს, რომ ღვინის მოხმარება, დღეში მხოლოდ ერთი ჭიქის მოცულობით, თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს 37%-ით აქვეითებს იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ღვინოს. უკვე განვითარებული დაავადებების მქონე პაციენტებში, გულის პრობლემები 29%-ით იკლებს. ღვინის სასარგებლო თვისებები განპირობებულია მასში სპირტისა და ანტიოქსიდანტების შემცველობით. მთლიანობაში, ღვინოს შეუძლია გაზარდოს ლიპოპროტეინების („კარგი ქოლესტერინი“) დონე და ამით არტერიები დაიცვას დაზიანებისგან. ბოლო გამოკვლევებისას, სწავლულებს არ უცდიათ, ამ მხრივ განსხვავება ეპოვათ შავსა და თეთრ ღვინოს შორის. მთლიანობაში, ღვინის თირკმელებზე ზემოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია.