ჩიფსები გულისთვის საშიშია

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა გაარკვიეს, რა გავლენას ახდენს ჩიფსები ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათი თქმით, ის ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. კვლევა 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 21 500 მოხალისე მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ნაწილი წასახემსებლად ნატურალურ პროდუქტებს (მარცვლეული, ხილი და რძის ნაწარმი) იღებდა, მეორე - ეგრეთ წოდებულ „სნექებს“, რომლებიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, მათ შორის, კარტოფილის ჩიფსებს. კვლევის შედეგების თანახმად, გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკი 57%-ით მეტი, სწორედ მოხალისეთა მეორე ჯგუფში იყო. რაც შეეხება პირველ ჯგუფს, იქ კიბოს განვითარების რისკიც კი ძალიან დაბალი გახლდათ. მკვლევართა თქმით, თუ ადამიანი მთავარი კვების შემდეგ, დიდი რაოდენობით სახამებლის შემცველ პროდუქტებს იღებს, მნიშვნელოვნად გაზრდის გულის დაავადებათა განვითარების რისკს.