კონტრაცეპტივები ქალის ტვინს ცვლიან

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გამოკვლევებმა, რაც ზალცბურგის უნივერსიტეტის სწავლულებმა ჩაატარეს, საინტერესო გვერდითი მოვლენა გამოავლინა, რასაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მანდილოსნის ტვინზე იწვევს. აღმოჩნდა, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივების ერთ-ერთი სახეობის ხანგრძლივი მიღება თავის ტვინის იმ ნაწილში რუხ ნივთიერებას მნიშვნელოვნად ზრდის, რომელიც მეხსიერებასა და სახეების ამოცნობას უკავშირდება.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს ცვლილებები ტვინში რეალურად აუმჯობესებდა სახეების დამახსოვრების უნარს. გარდა ამისა,  რუხი ნივთირების ზრდა მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც უფრო ხანგრძლივად მოიხმარდა პაციენტი ამ კონტრაცეპტივს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ეფექტი აღინიშნებოდა მხოლოდ იმ მანდილოსნებში, რომლებიც ანტი-ანდროგენულ პროგესტინებზე - მამაკაცის ჰორმონების მოქმედების ჩამხშობზე დაფუძნებულ პრეპარატებს იღებდნენ. ანდროგენული პროგესტინების შემცველი კონტრაცეპტივებს კი საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა - რუხი ნივთიერების ზომა მცირდებოდა. იმის გამო, რომ გამოკვლევა მცირემასშტაბიანი იყო - მასში სულ 60 ქალი მონაწილეობდა, შედეგები მხოლოდ წინასწარი ხასიათისაა.