ჭარბ წონას წამალი დაამარცხებს

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ჭარბწონიანი მოსახლეობის რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. წლების განმავლობაში, არაერთი წამალი შეიქმნა, რომელიც ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის გზით, მადას აქვეითებს და წონის კლებას უწყობს ხელს. თუმცა, თითქმის ყველა მათგანი აიკრძალა, რადგან მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ახასიათებს. ცოტა ხნის წინ, ავსტრალიელი სწავლულების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ისინი იკვლევდნენ პრეპარატს, რომლის მიზანი წონის კლებაა, ოღონდ ისე, რომ მადა ნერვულ სისტემაზე ზაგავლენით არ დაქვეითდეს. ახალი წამალი ნერვის სასიგნალო მოლეკულაზე (ნეიროპეპტიდ Y-ზე) ზემოქმედებს. სწორედ ამ მოლეკულის დახმარებით აქვს ცოცხალ არსებას უნარი, გაუმკლავდეს საკვების დეფიციტს. მედიკამენტი ნეიროპეპტიდის რეცეპტორებს თრგუნავს. შედეგად ცხიმი, რომელიც ორგანიზმს მარაგის სახით აქვს შენახული, იწვება, რაც წონის კლებას უწყობს ხელს. მღრღნელებზე ჩატარებული ცდებით, პრეპარატი არ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, არ იწვევს განწყობის ცვლილებას და 40%-ით ამცირებს წონას. ასევე, უმჯობესდება გლუკოზის მეტაბოლიზმი, ხელს უწყობს ძვლის უჯრედების ზრდას და სიმკვრივის შემარჩუნებაში ეხმარება. ავსტრალიელთა ცდების შედეგები დამაიმედებელია და კვლევები გრძელდება.