104 ახალი სტატია

კვერცხი კარგ მხედველობას შეგინარჩუნებთ

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩართეთ 2-4 კვერცხი კვირის რაციონში და შედეგი გაგაოცებთ - კვერცხის მიღება აღკვეთს ასაკობრივ მაკულოდისტროფიას. ესაა პათოლოგია, რის გამოც, 50 წელს გადაცილებული ადამიანები მხედველობას კარგავენ. ამ დასკვნამდე ავსტრალიელი სწავლულები მივიდნენ, რომლებმაც 15 წლის მანძილზე, 3654 ადამიანზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. საბოლოოდ გაირკვა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებიც ყოველკვირეულად, 2-4 კვერცხს მიირთმევდნენ, 49%-ით ნაკლებად ჰქონდათ მაკულოდისტროფიის პრობლემა, ვიდრე მათ, რომლებიც კვირაში მხოლოდ ერთ კვერცხს მიირთმევდნენ. ექსპერტების თქმით, მართალია, კვერცხის მოხმარებასა და მხედველობას შორის არსებობს კავშირი, მაგრამ როგორია იგი, ჯერ არ დაუზუსტებიათ.