მამაკაცი ქათამმა იმსხვერპლა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირლანდიის სამართალდამცავების ცნობით, ჯასპერ კრაუსი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა მას თავს ქათამი დაესხა. შედეგად, მამაკაცმა მარცხენა ფეხზე რამდენიმე ჭრილობა მიიღო, რამაც ძლიერი სისხლდენა გამოიწვია. მისი შეჩერება დამოუკიდებლად ვერ შეძლო, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ კი კაცის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. ჯასპერის ქალიშვილი ვირჯინია აცხადებს, რომ მამამისი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბევრ წამალს იღებდა. ამას გარდა, მას სიმსივნეც ჰქონდა - რემისიის პროცესში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მისტერ კრაუსის გარდაცვალების მიზეზი გულის სასიკვდილო არითმია გახდა.