რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ნიკოპოლი და ხერსონი დაბომბეს

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ნიკოპოლი და ხერსონი დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონზე

ნაღმმტყორცნებით მიიტანეს იერიში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაბომბვის შედეგად 80 წლის ქალი დაიღუპა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქი არტილერიით, უპილოტო თვითმფრინავებითა და სამხედრო ავიაციით 50-ჯერ დაბომბეს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ ნიკოპოლშიდაბომბვის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სამხედრო პოზიციების და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ 28 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 10-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მათივე ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინულმა ავიაციამ 10-ჯერ დაბომბა ტერიტორიები, სადაც რუსი სამხედროები და მათი სამხედრო ტექნიკა იყო კონცენტრირებული.