„გამაგრილებელი ტროტუარები“ აშშ-ში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეერთებულ შტატებში, ქუჩებში მაღალ ტემპერატურასთან საბრძოლველად, უჩვეულო მეთოდი მოიფიქრეს. ზოგიერთ ქალაქში „გამაგრილებელი ტროტუარები“ გაჩნდა. საუბარია ღია ფერის საღებავით დაფარულ ბილიკებზე, რომლებიც ირეკლავენ მზის შუქს და ასფალტს გახურების საშუალებას არ აძლევენ. ასეთ მეთოდს უკვე ტესტავენ ლოს-ანჯელესსა და ფინიქსში. იქაურები აღნიშნავენ, რომ სპეციალური საფარის გზებზე რამდენიმე გრადუსით დაბალი სიცხეა, ვიდრე სტანდარტულ ასფალტიანზე. ექსპერტების დაკვირვებით, ღამით ტემპერატურა ნახევარი გრადუსით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ. თუმცა, როგორც სპეციალისტებმა გაარკვიეს, ამ „გამაგრილებელ ტროტუარებს“ თავისი მინუსებიც აქვს. შუქისამრეკლავი საფარის მქონე გზებზე ჰაერის ტემპერატურე, შესაძლოა, რამდენიმე გრადუსით მეტად იგრძნობოდეს, ვიდრე სინამდვილეშია. საქმე ის არის, რომ სიცხე ასფალტის ზემოთ არ ჩერდება, ის განაწილდება ატმოსფეროში. ამიტომ ექსტრემალურ სიცხესთან საბრძოლველად სჯობს, სხვა მეთოდებს მიმართონ.