წყალი ტვინს სექსივით სიამოვნებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა გაარკვიეს, რომ წყლის მიღებისას, ტვინის ნაწილი დოფამინს გამოყოფს, როგორც სხვა სასიამოვნო ქმედებისას, მაგალითად, სექსის დროს, ან გემრიელი საკვების მირთმევისას. მკვლევარები ამ პროცესს მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისას აკვირდებოდნენ. ცხოველებს შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ წყალზე, ხუთი წუთის განმავლობაში, მერე კი მათი ტვინის იმპულსებს სწავლობდნენ. დოფამინის დონე მაშინვე იზრდებოდა, როგორც კი წყლის სმას დაიწყებდნენ. ათი წუთის შემდეგ, კვლავ ზომავდნენ ნეირომედიატორების რაოდენობას. შედეგად გაირკვა, რომ დოფამინის დონე უფრო მეტად იწევდა, როცა წყალი მღრღნელები წყალს იღებდნენ.