მიირთვით პური და გახდით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც ესპანელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, გასახდომი დიეტის დაცვის დროს, პურზე უარის თქმა არაფრით შეიძლება. პირიქით, მისი წყალობით, გახდომის პროცესი უფრო ეფექტიანი იქნება. მადრიდის ლაპასის კლინიკის მედიკოსებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 122 ჭარბწონიანი ქალი მონაწილეობდა. მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს, თითოეული მათგანი, დღის განმავლობაში, მხოლოდ 1.5 ათას კალორიას იღებდა და ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებდა. მეორე ჯგუფის წევრები კი პურსაც მიირთმევდნენ. ექსპერიმენტი 16 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ გაირკვა, რომ ყველა მონაწილემ წონაში თანაბრად დაიკლო, თუმცა ისინი, რომლებიც პურს მიირთმევდნენ, ემოციურად უფრო  გაწონასწორებულნი და მშვიდები იყვნენ, ვიდრე ისინი, რომლებმაც მასზე უარი თქვეს. ამ უკანასკნელებისთვის დიეტის პროცესი უფრო მტანჯველი აღმოჩნდა, რაც მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზეც აისახა.