მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხელმოწერილი შეთანხმება ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს მომავალი სამხედრო წვრთნების, რეგულარული დიალოგისა და დაზვერვის გაცვლისთვის. ცნობილია, რომ კიშინოვში საფრაგნეთის თავდაცვის მისია ზაფხულში გაიხსნება, რათა ქვეყანას საჭიროებების შეფასებაში დაეხმაროს და შეიარაღების შესაძლო კონტრაქტებზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პარიზში, ასევე ეკონომიკური საგზაო რუკის ხელმოწერის მიზნით ჩავიდა. მედიის ცნობით, ეს ხდება მაშინ, როდესაც დასავლური სახელმწიფოები ცდილობენ, გააძლიერონ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს შესაძლებლობები, რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობების გაზრდის ფონზე.

"თუ აგრესორი არ შეჩერდება, ის გააგრძელებს წინსვლას, ფრონტის ხაზი კი ახლოვდება, გვიახლოვდება ჩვენ, გიახლოვდებათ თქვენ... ამიტომ ევროპამ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინოს," - განაცხადა სანდუმ.