შვედეთი ნატოს 32-ე წევრი ქვეყანა გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.

დღეს ვაშინგტონში იმყოფება შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტენსონი, რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.

შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის მარტში გახდა.