უნგრეთის პრეზიდენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უნგრეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. ცნობილია, რომ ეს პრეზიდენტის რანგში მისი პირველი გადაწყვეტილებაა.

უნგრეთის თანხმობა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის ბოლო დაბრკოლება იყო. მანამდე, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარი 26 თებერვალს დაუჭირა. სწორედ უნგრეთი იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ 31 ქვეყანას შორის უკანასკნელი, რომელმაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება მოახდინა.

ცნობისთვის, შვედეთმა NATO-ში წევრობის განაცხადი 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთთან ერთად შეიტანა. მანამდე ეს ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობით იცავდა, თუმცა NATO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

უნგრეთის ამ გადაწყვეტილებით, შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ტამაშ შუიოკი 26 თებერვალს აირჩია.