"ომი ჩვენს საზღვრებს მოუახლოვდა, აუცილებელია ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა" - ჯოზეფ ბორელი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ომი ჩვენს საზღვრებს მოუახლოვდა, აუცილებელია ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"ალბათ გახსოვთ, რომ 2 წლის წინ, როდესაც ევროპის სტრატეგიულ კომპასს წარვადგენდი ვთქვი, რომ ევროპა საფრთხეშია. ვწუხვარ, მაგრამ მართალი ვიყავი. ევროპა მართლაც იყო საფრთხეში და დღეს ეს საფრთხე კიდევ უფრო არის გაზრდილი. მშვიდობა აღარ არის მოცემულობა და საუბედუროდ, ომი ჩვენ საზღვრებს მოუახლოვდა. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მოიტანა იმის შეგრძნება, რომ აუცილებელია ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა," - განაცხადა ბორელმა.