ბერლინში კიბერბორდელი გახსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიის დედაქალაქში მუშაობა დაიწყო Cybrothel-მა - პირველმა კიბერბორდელმა მსოფლიოში. გოგონების ნაცვლად, იქ სტუმრებს სექს-თოჯინები ეგებებიან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დამატებითი სისტემითა და ვირტუალური რეალობით არიან აღჭურვილნი. ბიმბო, კოკეში და კო - თოჯინების სახელებია, მათ არ შეუძლიათ მოძრაობა და ლაპარაკი, მაგრამ კლიენტები ურთიერთობენ მათთან ვირტუალურ სამყაროში.

შესაბამისი აღჭურვილობის მორგების შემდეგ, მათ შეუძლიათ, 4D-ხარისხში უყურონ პორნოს საყვარელი სექს-ბოტის მონაწილეობით. ამ ბიზნესის დამფუძნებელი ამბობს, რომ აპირებს შემდეგი თაობის რობოტი-თოჯინები შექმნას, რომელთაც რეალურ დროში რეაგირება ექნებათ შეხებაზე და ლაპარაკსა შეძლებენ.