პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, 2022-2023 წლების განმავლობაში, გაფართოვდა ბიზნესის ხელშეწყობის არსებული მექანიზმები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, 2022-2023 წლების განმავლობაში, გაფართოვდა ბიზნესის ხელშეწყობის არსებული მექანიზმები - ცვლილებები შეეხო როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამებს. მათი საშუალებით მხარდაჭერილია 1,000-მდე პროექტი და შეიქმნა 10,000-მდე სამუშაო ადგილი.

2014 წლიდან, ჯამურად, "აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა 65 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური გავლენის შეფასების ანგარიშის თანახმად, სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს, ამავე 1 ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე პროექტის განხორციელებიდან 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.5 ლარი შედის.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს-უნივერსალის კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა - ელექტროენერგიის წარმოება დაემატა. სესხით/ლიზინგით სარგებლობისთვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდროენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.

სიახლეებია მეწარმეებისთვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების კუთხით - დამუშავდა რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების კონცეფცია და მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალაქ ზუგდიდში. 2023-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით, „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები ჯამში 10 რეგიონსა და დედაქალაქში გაიხსნება.

2023 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამაში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხები“ ჩართული ოჯახების რაოდენობა 5000-ს აღწევს. დამტკიცებული სესხის ჯამურმა ოდენობამ, დაახლოებით 560 მლნ ლარი შეადგინა.

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2015-2022 წლებში დაფინანსებულია 11 381 ბენეფიციარი, დაფინანსებული ბენეფიციარების 42% ქალი მეწარმეა. ამავე პროგრამის 2023 წლის რაუნდში გამარჯვებულია 1157 პროექტი, გამარჯვებულთა 50.12% ასევე ქალი მეწარმეა.