ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ენერგოუსაფრთხოებას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და საერთაშორისო ტექნოლოგიები გრძელვადიან პერსპექტივაში. რა ღონისძიებებია დაგეგმილი მთავრობის მიერ, რა შესრულდა და რა უნდა შესრულდეს. ყველაფერი ეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშში, რომლითაც ის პარლამენტის წინაშე 1 ივლისს წარსდგა, დეტალურადაა აღწერილი. „ვერსიამ“ უკვე განიხილა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ეკონომიკური განვითარება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა და დასაქმება პრემიერის ანგარიშიდან, ამჯერად, ენერგეტიკას, კავშირგაბმულობასა და საერთაშორისო ტექნოლოგიებს გავეცნოთ. 

 

ენერგეტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რის შედეგადაც, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ენერგეტიკული საქმიანობების - გადაცემისა და განაწილების განცალკევება წარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან.

„ამასთან, უკვე დასრულებულია ელექტროენერგიის დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრების ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ეტაპები. საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფის მიზნით, მომზადებულია შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელსაც უახლოს მომავალში განიხილავს საქართველოს მთავრობა და შემდგომში წარედგინება პარლამენტს. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე, ასევე, მზადდება პროექტები საქართველოს საგადასახადო კოდექსში და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, - ვკითხულობთ პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშში.

რაც შეეხებაUnbundling-ის საკითხს, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც დაადასტურებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანიების მიერ განმხოლოების მოთხოვნების შესრულებას. აღნიშნული უზრუნველჰყოფს კომპანიების მართვის უფლებების იმგვარად გადანაწილებას, რომ ერთდროულად, ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში არ იყოს ერთი მხრივ, ენერგიის გადაცემის/განაწილების, ხოლო მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაწყებულია საბოლოო მომხმარებლების ბაზარზე გაყვანის პროცესი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისა), რაც ეტაპობრივად განხორციელდება 2026 წლამდე, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ჰიდროელექტროსადგურების (რომელთა საპროექტო სიმძლავრე 65 მეგავატს არ აღემატება) ეტაპობრივი დერეგულირება.

„ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ფარგლებში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია 29 მსხვილი მომხმარებელი. გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში თანამედროვე ტექნოლოგიების, გაზის ტურბინიანი კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის - „გარდაბანი 3“-ის მშენებლობაზე, დაახლოებით, 400 მგვტ დადგმული სიმძლავრით. უახლოეს მომავალში, მთავრობის სხდომაზე წარსადგენად გაიგზავნება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ძირითადი პირობებისა და ამ მიზნით შესარჩევი კერძო ინვესტორის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გამოაცხადებს ელექტრონულ აუქციონს, ახალი თაობის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად კერძო ინვესტორის მოძიების მიზნით“.

პრემიერის განცხადებით, დაწყებულია ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სტრატეგიის შემუშავება, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს დაიწყება.გრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, ექსპლუატაციაში შევიდა 6 ჰიდროელექტროსადგური („ახალქალაქი 1 ჰესი“, „ახალქალაქი 2 ჰესი“, „როშკა 1 ჰესი“, „როშკა 2 ჰესი“ „როშკა 3 ჰესი“, „ახატანი ჰესი“) ჯამური დადგმული სიმძლავრით - 13.67 მგვტ.

ამჟამად, გაფორმებულია 215 მემორანდუმი (მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ), მათგან 164 მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, ასევე ქარის - 20 და მზის - 31 ელექტროსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით. გაფორმებული მემორანდუმებით, ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე - 2 451 მგვტ-ი, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით, 10.802 მილიარდი კვტ/სთ-ია.გარდა ამისა, დასრულდა 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი. აუქციონზე შევიდა 78 განაცხადი, ჯამურად, 900 მგვტ-ზე. გამარჯვებული კომპანია დადგინდა მედიანური ტარიფის პრინციპით. შედეგად, მხარდაჭერას მიიღებს 12 ჰიდრო, 2 ქარისა და 10 მზის ელექტროსადგურის პროექტი.

„სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა 220 კილოვოლტი (კვ) „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობა, 500 კვ ქვესადგური წყალტუბოს მშენებლობა. 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო მშენებლობა შემდეგ ობიექტებზე: 220/110 კვ ქვესადგური ოზურგეთი და 220 კვ ქვესადგური ლაჯანური. დამატებით, 2022 წლის ივნისში, ხელი მოეწერა ინდურ კომპანია „ლარს ენდ ტუბროსთან“ სამშენებლო კონტრაქტს - 500 და 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე ლაჯანურიდან წყალტუბოს მიმართულებით“.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 7800-ზე მეტი ოჯახისათვის.

 

კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები

საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, გრძელდება ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტLog-In Georgia-ს ფარგლებში, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე, განხორციელდა 400 კმ-მდე ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ლეჩხუმის, სამტრედია-ჩოხატაურისა და რაჭის (ნაწილობრივ) მიმართულებებზე. ამის პარალელურად, გაფორმებულია კიდევ ორი ხელშეკრულება მესტია-ჯვრის (160 კმ, 28 დასახლებული პუნქტი, 6 000 მოსახლე) და ზუგდიდი-ხობის (270 კმ, 48 დასახლებული პუნქტი, 26 500 მოსახლე) მაგისტრალის მშენებლობაზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, სამუშაოებიდაიწყო ივლისში და დასრულდება 2024 წლის იანვრისთვის. ამავდროულად, გამოცხადებულია კიდევ ორი ტენდერი აბაშა-სენაკისა (240კმ, 48 დასახლებული პუნქტი, 16 100 მოსახლე) და წყალტუბო-ვარციხის (270კმ, 35 დასახლებული პუნქტი, 15 000 მოსახლე) მიმართულებებზე.

„პროექტLog-In Georgia-ს ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად, განხორციელდა უნივერსალური მომსახურების რეგულაციების შემუშავების საკონსულტაციო მომსახურება. უნივერსალური მომსახურების დანერგვის მიზანია, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის შესაბამისად, უზრუნველჰყოს მოსახლეობისთვის სატელეკომუნიკაცო მომსახურებების ეკონომიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მომზადდა კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.პროექტLog-In Georgia-ს ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, „ციფრული ჰაბისა და რეგიონალური დატა ცენტრების განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა“ და „ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარებისთვის ხარჯების შემცირების“ მიზნით.საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ, ინტერნეტის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, პროექტLog-In Georgia-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურ ფაზაშია ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამები, მათ შორის, ქალებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“.

საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა მუშაობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) პროექტის - EU4Digital ინიციატივაზე. დაიწყო მეორე ფაზა, რომელიც მოიცავს: ელსანდოობიისა და სახელმწიფოთაშორისი სერვისების; ელვაჭრობის; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტარტაპის ეკოსისტემების; ელჯანმრთელობისა და ციფრული უნარების მიმართულებებს. პროექტის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარება ერთობლივი პროექტების განხორციელებით, ეროვნული ICT პოლიტიკის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური სისტემების ჰარმონიზება და ინტეგრაცია.

„იმისთვის, რომ გაგრძელდეს ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან საქართველოს ინტეგრაცია დაამასთან, მობილური ქსელების როუმინგის მომხმარებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ხელმისაწვდომი სერვისებით როუმინგის გამოყენებისას ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად გამოხატა სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეს - Roamlikeat home. როუმინგულ სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, დაიწყო მუშაობა საქართველოს ევროკავშირის როუმინგულ რეგულაციებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების საკითხებზე. ამასთან, მიმდინარეობს ევროკომისისიის წარმომადგენლებთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში,ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით მისაღებ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც უკვე განხილულია მესამე მოსმენით. მომზადებულია კანონპროექტები: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართვლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ფოსტის შესახებ“.

„აღსანიშნავია ასევე, რომ ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის“ პროექტზე. სტრატეგიის პროექტი მოიცავს ციფრული სამთავრობო პლატფორმების, ციფრული ფინანსური სერვისების, ციფრული მეწარმეობის, ციფრული უნარების, ციფრული ინფრასტრუქტურის, ციფრული პოლიტიკისა და რეგულირების კანონმდებლობის განვითარების საკითხებს“.

 

 ავტორი-მაკა რუხაძე