Georgian Airways თბილისის გავლით მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ რეისებს იწყებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს.

ფრენები დღეს, 5 ივლისს დაიწყება და იგი კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, ტრანზიტული ფრენის ბილეთის ფასი, დაახლოებით, $535 დოლარია.

მათივე ცნობით, საქართველოს ავიახაზები ნიცას გარდა, ტრანზიტულ ფრენებს ახორციელებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.

ინფორმაცია ნიცაში ტრანზიტული ფრენების დაწყების შესახებ Georgian Airways-ის ვებსაიტზეც განახლდა. როგორც საიტზე ვხედავთ, შემდეგი ფრენა 8 ივლისს არის დაგეგმილი და ბილეთის ფასი $828,80 დოლარიდან იწყება.