ავსტრალიის მთავრობა უკრაინას 73 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, განავხადა, რომ ავსტრალიის მთავრობა უკრაინას, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, 110 მილიონი ავსტრალიური დოლარის ღირებულების (73,54 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

ახალ დახმარების პაკეტში შედის, 70 სამხედრო მანქანა, მათ შორის 28 ჯავშანტრანსპორტიორი, 14 სპეციალური დანიშნულების მანქანა, 28 საშუალო სატვირთო მანქანა და 14 მისაბმელი.

"ავსტრალია ურყევია გადაწყვეტილებაში, დაგმოს და დაუპირისპირდეს რუსეთის ქმედებებს და დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში." - თქვა ალბანესმა.