სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და მათზე გაწეული ხარჯებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღების, გამოყენებისა და მათზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის

აუდიტია და 2020-2021 წლებს მოიცავს.ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ამჯერად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა-გამოყენებასა და მათზე გაწეულ ხარჯებში.

 

დარღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2020 წელს,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისთვის პერსონალური სარგებლობის ავტომანქანის შეძენისას, შეიმუშავა პირველი და მეორე კლასის ავტომობილებზე მისადაგებული მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები მაღალი გამავლობის ტიპის ტრანსპორტისათვის, რომლის მიხედვითაც განხორციელდა შესყიდვა. არადა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით  განსაზღვრული არ არის მოცემული თანამდებობისთვის გაპიროვნებული ავტომობილის კონკრეტული კლასი. ამასთან, ავტომობილის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები წერილობით შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

„შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მთავრობის აპარატის მიერწარმოდგენილი იყო ორი გარემოება: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისთვის გაპიროვნებული ავტომობილის ექსპლუატაცია, მისი წარმოების წლისა და ძრავის მოცულობის გათვალისწინებით, დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან, როგორც საწვავის მოხმარების, ისე - მიმდინარე რემონტის ხარჯების ჩათვლით. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ხშირი მივლინებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მასზე გაპიროვნებულიყო მაღალი გამავლობის ავტომობილი. ჩატარებული აუდიტორული პროცედურებით, 2020-2021 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ხშირი მივლინებები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არ დასტურდება“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ხშირი მივლინებების გარემოების გათვალისწინებით, მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა არ დასტურდება! შესაბამისად, სათანადო ობიექტურისაჭიროების დასაბუთების გარეშე, შეძენილია მაღალი გამავლობის ავტომობილი. არადა, ამავე კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, დაახლოებით, 10 ათასამდე ლარი დაიზოგებოდა, რაც უზრუნველჰყოფდა საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვას.

 

დარღვევებიავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯებში

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“ მიხედვით, მუხლი - „საქონელი და მომსახურება“ მოიცავს სახელმწიფო ერთეულების მიერ, საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხარჯებს, რომლებიც გამოიყენება საბაზრო და არასაბაზრო ფასად, საქონლისა და მომსახურების გასაწევად. „სხვა მატერიალური მარაგების“ შეძენაზე გაწეული საკასო ხარჯი საქონლისა და მომსახურების შესყიდვადგანიხილება და აღრიცხვაში „არაფინანსურაქტივებში“ აისახება. სხვა მატერიალური მარაგების ფაქტობრივი გამოყენების შემთხვევაში, ისინი ფაქტობრივ ხარჯებში ჩამოიწერება და საქონლისა და მომსახურების გამოყენებად განიხილება.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეძენილი ავტომანქანის რეცხვის ტალონები, ფაქტობრივად, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, პირდაპირ იქნა ჩამოწერილი ხარჯებში:

„2020-2021 წლებში, უმაღლესი საბჭოს მიერ 7 842 ლარის ღირებულების ავტომანქანების რეცხვის - 605 ერთეული ტალონი; 2020 წელს, მთავრობის აპარატის მიერ 3 658 ლარის ღირებულების - 397 ერთეული ტალონი; 2020-2021 წლებში, დევნილთა სამინისტროს მიერ 1 561 ლარის ღირებულების - 138 ერთეული ტალონი“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ავტომანქანის რეცხვის ტალონების ფაქტობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, პირდაპირ ხარჯებში თანხების ჩამოწერით, წარმოიშვა 13 061 ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკი.

 

დარღვევები სათადარიგო ნაწილების შეძენა-რემონტში

2020 წელს,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ავტომანქანებს დაზღვევის მომსახურებას უწევდა სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა 2020 წლის აპრილში, დაზიანდა ავტოსადგომზე დგომის დროს, თუმცა აღნიშნული შემთხვევის შესახებ არ ეცნობა სადაზღვევო კომპანიას და საპატრულო პოლიციას. შესაბამისად, არ იქნა გამოყენებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და ავტომანქანა გარემონტდა უმაღლესი საბჭოს აპარატისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებით, ავტოპარკის მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციაზე 2020 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში და შესრულდა 1 700 ლარის ღირებულების სამუშაოები.

„უმაღლესი საბჭოს აპარატში არასათანადო და არაეფექტიანი კონტროლის მექანიზმების გამო, დაირღვა სადაზღვევო ხელშეკრულებითგათვალისწინებული მოთხოვნები, ვერ იქნა გამოყენებული სადაზღვევო კომპანიის სერვისი ზიანის ასანაზღაურებლად და არამიზნობრივად გაიხარჯა 1 700 ლარის საბიუჯეტო სახსრები“.

გარდა ამისა, ავტოპარკის მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯების ფარგლებში, სათადარიგო ნაწილების შეძენისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში, არსებობდა არასრულყოფილად შედგენილი დეფექტური აქტების, ასევე, მათ გარეშე ავტომანქანების სარემონტოსამუშაოების შესრულების ფაქტები, კერძოდ:

„დევნილთა სამინისტროს მიერ, ავტოპარკის მოვლა პატრონობასა და ექსპლუატაციაზე, 2020-2021 წლებში სულ გახარჯული 38 435.65 ლარიდან, ექვს შემთხვევაში - 6 493 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარებულია დეფექტური აქტების შედგენის გარეშე; ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ავტოპარკის მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციაზე 2020-2021 წლებში გახარჯული 21 629.5 ლარიდან, რვა შემთხვევაში - 6 262 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარებულია დეფექტური აქტების შედგენის გარეშე“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს, 2019 წლის ნოემბერში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გადაეცა 2010 წელს გამოშვებული ავტომანქანა - „მერსედეს-ბენცი“ S550.35, რომელშიც 65 000 ლარი დაჯდა. მთავრობის აპარატის მიერ 2020 წელს მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული ყველა ავტომანქანის რემონტზე გახარჯულ თანხებთან მიმართებით, აღნიშნული ავტომანქანის რემონტზე გაწეული ხარჯების ოდენობამ შეადგინა 49%.

„კერძოდ, 2020 წელს, სულ ავტომანქანების რემონტზე გახარჯული 29 920.81 ლარიდან, ავტომანქანა „მერსედეს-ბენც“ S 550-ის რემონტზე მოდის 14 659.02 ლარი. ამავდროულად, 2021 წელს: ა) მთავრობის აპარატის ასიგნებებიდან გახარჯულია 5 166.25 ლარი; ბ) იუსტიციის მინისტრის აპარატის ასიგნებებიდან - 4 003 ლარი; გ) დევნილთა სამინისტროს ასიგნებებიდან - 2 659 ლარი. ჯამში, 2020-2021 წლებში, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გახარჯულია 26 487.27 ლარი, რაცავტომანქანის შეძენის ღირებულების 41%-ია“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მიუხედავად, სათანადოკონტროლის სისტემის არარსებობის გამო, ვერ იქნა უზრუნველყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება. გარდა ამისა, დადგენილი წესების მოთხოვნათა უგულებელყოფით, არ არის შემუშავებული და დანერგილი საწვავის მიღებისა და ხარჯვის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები, რის გამოც არ ხორციელდება სათანადოკონტროლი საწვავისჩასხმასა და მის გახარჯვაზე.

 

დარღვევები ექსპლუატაციის ხარჯებში

ამ ნაწილში, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა სახის დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, სამორიგეო ავტომობილებზე საწვავის ჩასხმის ფაქტები დასვენების/უქმე დღეებში.აუდიტორების მტკიცებით, სამსახურებრივ ავტომობილებზე ფიქსირდებოდა არასამუშაო დღეებში (შაბათ-კვირა) და არასამუშაო საათებში - საწვავის ჩასხმის 259 (8955 ლიტრი) ისეთი ფაქტი, რაც ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვისჟურნალში არ იყო აღრიცხული, კერძოდ:

„უმაღლეს საბჭოში, 2020-2021 წლებში, გამოვლინდა არასამუშაო დღეებში - 64 (1970 ლიტრი) და არასამუშაო საათებში - 41 შემთხვევა (1222 ლიტრი), ჯამში - 105 შემთხვევა (3 192 ლიტრი); მთავრობის აპარატში 2020 წელს გამოვლინდა არასამუშაო დღეებში 8 შემთხვევა (258 ლიტრი) და არასამუშაო საათებში - 21 შემთხვევა (650 ლიტრი), ჯამში - 29 შემთხვევა (908 ლიტრი); დევნილთა სამინისტროში 2020-2021 წლებში გამოვლინდა არასამუშაო დღეებში - 19 (985 ლიტრი) და არასამუშაო საათებში - 73 შემთხვევა (2 515 ლიტრი), ჯამში - 92 შემთხვევა (3 500 ლიტრი); განათლების სამინისტროში 2021 წელს გამოვლინდა არასამუშაო საათებში 33 შემთხვევა (1 355 ლიტრი).ამ შემთხვევებში ვერ იდენტიფიცირდება სამსახურებრივი ავტომობილების მიზნობრიობით გამოყენების დანიშნულება, რაც ქმნის საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებით და არაეფექტიანად გახარჯვის რისკებს“.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროს აპარატის ორ სამორიგეო ავტომობილზე სახელმწიფო აუდიტორებმა ვერ მოიპოვეს 2020 წლის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი; სსიპ „დევნილთა მომსახურების სააგენტოში“ 2021 წელს მის მფლობელობაში არსებულ სამორიგეო ავტომობილზე არ იყოგანსაზღვრული ავტომობილის საწვავის ლიმიტი, არ წარმოებდა ავტომობილის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი. შესაბამისად, არარსებობდა კონტროლის არანაირი მექანიზმი, როგორც საწვავის ლიმიტების, ასევე, მისი მოძრაობის აღრიცხვის კუთხით.

„2021 წელს, არასამუშაო დღეებში, სამორიგეო ავტომობილებზე ფიქსირდება საწვავის ჩასხმის - 28, ხოლო არასამუშაო საათებში - 44 ფაქტი (ჯამში - 1 758 ლიტრი). შესაბამისად, იმის გამო, რომ არ მოიპოვება ავტომობილის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება არასამუშაო დღეებში (შაბათ-კვირა) და არასამუშაო საათებში, სამსახურებრივი ავტომობილის მიზნობრივად გამოყენების თაობაზე; 2021 წელს, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოში“ არ იწარმოებოდა სამსახურებრივი ავტომობილის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი. შესაბამისად, ვერ იქნა მოპოვებული არასამუშაო დღეებსა და არასამუშაო საათებში ავტომობილის სამსახურებრივი მიზნითგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2021 წელს, არასამუშაო დღეებში დაფიქსირდა - 30, ხოლო არასამუშაო საათებში - 47 ჩასხმის ფაქტი (ჯამში - 3 288 ლიტრი)“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ავტომობილების მიზნობრივად გამოყენებისა და მათი სწორად ექსპლუატაციის შესწავლისას გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს სამორიგეოავტომობილებზე კონტროლის გარემოს სისუსტეს, დანერგილი კონტროლის მექანიზმის (ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი) ფორმალურ ხასიათს, რის გამოც ვერ ხორციელდება სამორიგეო ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენების ფაქტების დაზღვევა და იქმნება საწვავის არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.

 

სამივლინებო ლოკაციებზე... მივლინების გარეშე?

დიახ, არ მოგესმათ. სამწუხაროდ, სახელმწიფო აუდიტორებმა მსგავსი დარღვევებიც კი გამოავლინეს, კერძოდ:

„აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს სამსახურებრივ ავტომობილებზე, 2020-2021 წლებში, ფიქსირდება ქალაქგარეთ (სამივლინებო ლოკაციებზე), მივლინების ბრძანების გარეშე საწვავის ჩასხმის 12 შემთხვევა (350 ლიტრი); დევნილთა სამინისტროს სამსახურებრივ და გაპიროვნებულავტომობილებზე 2020-2021 წლებში ფიქსირდება ქალაქგარეთ (სამივლინებო ლოკაციებზე), მივლინების ბრძანების გარეშე საწვავის ჩასხმის 19 შემთხვევა (609 ლიტრი); სსიპ „პროგრამების და სერვისების სააგენტოს“ სამსახურებრივ ავტომობილზე 2021 წელს ფიქსირდება ქალაქგარეთ (სამივლინებო ლოკაციებზე), მივლინების ბრძანების გარეშე საწვავის ჩასხმის 5 შემთხვევა (232 ლიტრი)“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, აუდიტის პროცესში ვერ იქნა მიიღეს შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა სამივლინებო ლოკაციებზე მივლინებების გარეშე საწვავის ჩასხმისა და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას.

 

საწვავის ლიმიტისგადაჭარბების ფაქტები!

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სსიპ „სერვისებისა და პროგრამების სააგენტოს“ 2021 წელს,ავტომობილისთვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტების განსაზღვრის ბრძანებით, ყოველთვიური ზღვრული მოცულობა შეადგენდა 400 ლიტრს. ავტომობილის ფაქტობრივი ჩასხმის შესწავლით და მივლინების დროს გაზრდილი საწვავის ლიმიტების გათვალისწინებით, ლიმიტის გადახარჯვამ შეადგინა 1 920 ლიტრი.

კერძოდ, სსიპ „სერვისების და პროგრამების სააგენტოს“ კუთვნილ ავტომობილთან დაკავშირებით ფიქსირდება შემთხვევა, როდესაცსაწვავის ავზში ჩასხმულია 103 ლიტრი საწვავი, თუმცა საწვავის ავზის მაქსიმალური მოცულობა 75 ლიტრია.  ამ ფაქტთან დაკავშირებით,სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს შესაბამისი განმარტება ამ გარემოების გამომწვევი მიზეზების შესახებ, ხოლო ავტომანქანის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალის არარსებობის გამო, ვერ იქნა იდენტიფიცირებული პირი, ვინც იმ მომენტისათვის სარგებლობდა შესაბამისი ავტომობილით.

„საწვავის ხარჯვის დადგენილი ლიმიტების შესახებ ბრძანება იყო ფორმალური დოკუმენტი და საოპერაციო საქმიანობისას არ იყო გათვალისწინებული მისი მოთხოვნები, რის გამოც არ კონტროლდებოდა ლიმიტების გადაჭარბების ფაქტები. საწვავის ავზის მოცულობაზე მეტი რაოდენობითჩასხმის ფაქტი კი მიუთითებს საწვავის ჩიპის სხვა ავტომობილში შესაძლოგამოყენებაზე. ამით დასტურდება, რომ არ არსებობს კონტროლისმექანიზმები და იქმნება საწვავის არამიზნობრივად გახარჯვის რისკები“.

 

ავტორი-მაკა რუხაძე