"ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალი" - ირაკლი ღარიბაშვილი ITB Berlin-ის შესახებ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

„მქონდა პატივი, მემასპინძლა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ბერლინში და საქართველოს უკიდეგანო მასპინძლობის კონცეფცია გამეცნო საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალიც. საქართველოს მდიდარ კულტურასა და ბუნებას ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის,“- წერს პრემიერი.