“საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს. უნდა ეწვიოთ საქართველოს, რომ აღმოაჩინოთ თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას”-ITB Berlin-ის დირექტორი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ITB ბერლინი არის პლატფორმა მსოფლიოს სამოგზაურო ინდუსტრიაში, რომელიც 57 წელზე მეტია ტარდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველო მონაწილეობს, როგორც მასპინძელი ქვეყანა, - ამის შესახებ ITB ბერლინის გამოფენის დირექტორმა დებორა რუთმა განაცხადა.

„ეს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაა, ჩვენ ერთი წელი ვემზადებოდით და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად დღეს, საღამოს გამოფენის გახსნის ცერემონია მოეწყობა, სადაც დიდი სიამოვნებით ველოდებით ქართული კულტურის წარმოჩენას ტურიზმის გლობალურ ინდუსტრიაში.

საქართველოს გლობალური ტურიზმისთვის ბევრის შემოთავაზება შეუძლია. საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს. უნდა ეწვიოთ საქართველოს, რომ აღმოაჩინოთ თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას. გასულ წელს საქართველოში ვიმოგზაურე, მოვინახულე კახეთი. ძალიან შემიყვარდა ღვინის ეს რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა. ხალხი ძალიან თბილად იყო ჩემდამი განწყობილი. როგორც პიროვნებას, ტურისტს, მოგზაურს და პროფესიონალს ძალიან მომეწონა ეს თბილი სტუმარ-მასპინძლობა და შესანიშნავი დახვედრა საქართველოში“, - აცხადებს რუთი.

ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც საერთაშორისო გამოფენის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, დღეს საღამოს საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად უკვე გერმანიაში იმყოფება.