ონში თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი გაიხსნა - საქართველოს მთავრობა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. მუზეუმის შენობაში განთავსებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით, სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება-მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა.