ეკონომიკის სუსტი ზრდა და ინფლაციის მაღალი დონე - მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიო ახლა გადადის ეკონომიკის "სუსტი ზრდის და მაღალი ინფლაციის ხანგრძლივ ხანაში" - განაცხადა სამშაბათს მსოფლიო ბანკმა. ამას გარდა, ბანკის სპეციალისტების შეფასებით, ბევრი ქვეყანა დიდი ალბათობით, რეცესიის წინაშე აღმოჩნდება. მთავარ მიზეზად ექსპერტები კოვიდ-19-ის გლობალურ პანედმიას ასახელებენ. ასევე, დიდი როლი ითამაშა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში.

 

გლობალური ეკონომიკური ზრდა წელს მხოლოდ 2.9%-ით არის ნავარაუდევი. შედარებისთვის - იანვარში მსოფლიო ბანკი 4.1%-იანი ზრდის პროგნოზს აკეთებდა.

"სტაგფლაციის (ინფლაციის მაღალი ტემპი) საფრთხე დღეს ანგარიშგასაწევია", ამბობს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი ანგარიშის შესავალ ნაწილში. მისი თქმით, ინვესტიციები ქვეყნების უმეტეს ნაწილში შესუსტებულია, ასევე ინფლაციაც ბევრგან ბოლო დეკადების მანძილზე უმაღლეს დონეზეა.

მსოფლიო ბანკის დასკვნით, გასულ წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა თითქმის განახევრდება და თუ შარშან 5.7%-ს შეადგენდა, წელს 2.5%-ზე მეტი მოსალოდნელი არ არის. ჩინეთში ეკონომიკური ზრდა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი იქნება, 4.3%. თუმცა, გასულ წელს ჩინური ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი როლი კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა ფაქტორებმა ითამაშა, როგორიცაა მაგალითად ე.წ. ლოკდაუნები.

 

წყარო:ამერიკის ხმა