ირაკლი ღარიბაშვილი: „2021 წელს, ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ადეკვატურად გვეპასუხა არსებულ გამოწვევებზე!“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები

 როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2021 წლის  შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ  „2021 წელს, ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ადეკვატურად გვეპასუხა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, დაგვეფინანსებინა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და ამავდროულად მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა როგორც ბიუჯეტის დეფიციტის, ისე მთავრობის ვალის დაგეგმილი მაჩვენებლები“. „ვერსია“ გთავაზობთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხომაზე გამოსვლის ძირითად აქცენტებს:

„2021 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2020 წლის ბოლოს - როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე ეკონომიკურად საკმაოდ რთულ პირობებში, შემდეგი პარამეტრებით:

  • ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენდა 4,3%-;
  • მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პროგნოზირებული იყო 53,4 მილიარდი ლარის ოდენობით;
  • მთავრობის ვალის პროგნოზი იყო მშპ- 60 პროცენტზე მაღალი;
  • ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენდა მშპ- 7,6%-.

2021 წელი დაიწყო საკმაოდ რთულად - იანვარში გვქონდა 11.5-პროცენტიანი ეკონომიკური კლება და პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა. ვითარება რადიკალურად შეიცვალა მარტი-აპრილის თვიდან, როდესაც ჯერ მარტში დაფიქსირდა დადებითი ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აპრილში უპრეცედენტოდ მაღალი - 44.8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ამავე პერიოდში დაიწყო საგარეო ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების სწრაფი გაუმჯობესების პროცესიც.

2021 წელის 11 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს. ჯამში, მინიმუმ ამ დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით - 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს. თავდაპირველად პროგნოზირებულ ვარიანტთან მიმართებაში, საქართველოს ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში გაიზარდა 6 მილიარდი ლარით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 10 მილიარდ ლარზე მეტით.

  • 11 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტის ზრდამ შეადგინა 26.7 პროცენტი, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ - 28.7 პროცენტი;
  • ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან მიმართებით 112 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 37 პროცენტი შეადგინა. უნდა აღნიშნოს, რომ ივლისიდან მოყოლებული, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50 პროცენტს აჭარბებს (ნოემბერში 55%);
  • პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4 პროცენტით გაიზარდა;
  • პირველ 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, მათ შორის, მესამე კვარტალში - 6.1 პროცენტული პუნქტით. წლიურად, ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წელს 10.5 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, დაუბრუნდება 5-პროცენტიან მაჩვენებელს. რაც შეეხება ქვეყნის ფისკალურ პარამენტრებს. სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ:
  • მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა (ვალის მოცულობა შემცირდა 10 პროცენტული პუნქტით);
  • ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ- 6.1%-მდე (დეფიციტის ოდენობა წლის განმავლობაში შემცირდა 1.5 პროცენტული პუნქტით);

რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს: ჩვენ, 2021 წელს, ორჯერ განვახორციელეთ საბიუჯეტო ცვლილებები და ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის მხოლოდ საგადასახადო შემოსავლები მილიარდ 226 მილიონი ლარით გავზარდეთ. დაზუსტებული გეგმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა იყო 13 მილიარდ 271 მილიონი ლარი, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 13 მილიარდ 380 მილიონი ლარი შეადგინა. დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით, გადაჭარბებამ 109 მილიონი ლარი, ხოლო თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით მილიარდ 335 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად, ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 100 მილიონი ლარით აღემატება რეფორმის დაწყებამდე, ბოლო 11 წლის განმავლობაში ჯამურად დაბრუნებულ მაჩვენებელს. მსგავსი პარამეტრების მიღწევა ეკონომიკურ აღდგენასთან ერთად, რა თქმა უნდა, სწორი საგადასახადო ადმინისტრირების შედეგია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მთელ შემადგენლობას.

100%- გადააჭარბა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობების შესრულებამ. კერძოდ:

  • ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 15 მილიარდ 142 მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,4%-ია;
  • ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 20 მილიარდ 950 მილიონი ლარი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,7%-ია;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებამ 12 მილიარდ 750 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,6%-ია;
  • ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 18 მილიარდ 369 მილიონ ლარს გადააჭარბა და შესრულების მაჩვენებელმა 101,5% შეადგინა.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს: 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 19 მილიარდ 799 მილიონ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 22 მილიარდ 260 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გასულ წელს, მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მიმართულებით - ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2021 წელს, ჯამში, 4 მილიარდ 768 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც მშპ-ს 8,1%-ია (მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 9%-ზე გვაქვს დაგეგმილი).

პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, ჯამში, მიიმართა მილიარდ 930 მილონ ლარზე მეტი მათ შორის:

  • ჯანდაცვის მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 188 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა;
  • მოსახლეობის სოციალური დახმარებების კუთხით მიიმართა - 410 მილიონ ლარამდე;
  • ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით - 335 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, საშემოსავლო და ქონების გადასახადში დაწესებული შეღავათების ეფექტი 250 მილიონ ლარზე მეტი იყო.

შეჯამებისთვის, კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ 2021 წელს, ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ადეკვატურად გვეპასუხა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, დაგვეფინანსებინა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და ამავდროულად მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა როგორც ბიუჯეტის დეფიციტის, ისე მთავრობის ვალის დაგეგმილი მაჩვენებლები.