ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღგ-ის გადამხდელი კომპანიების, ანუ კერძო სექტორის ბრუნვამ, რამაც ივლისში 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.8%-ით მეტია.

"2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.