საქართველოში რუსული გადახდის სისტემა ხარვეზებით მუშაობს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული გადახდის სისტემა ხარვეხებით მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით "ზალატაია კორონას" მომხმარებლები რამდენიმე დღეა ფულად გზავნილებს ვერ იღებენ. ხარვეზი წარმოიქმა როგორც საქართველოში ასევე გლობალურად. 

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სწორედ ეს გადახდის სისტემა გახდა რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყნებში ფულის გაგზავნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება.

ორი დღის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებმაც შექმნა "ზალატაია კორონას" გადახდის სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფა. დიდი ალბათობით, გადარიცხვისას წარმოქმნილი ხარვეზები სწორედ ამ სანქციების დაწესებას უკავშირდება.