„ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ორგანიზაცია საქართველოში სემეკია“ - გია არაბიძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ენერგეტიკოსი გია არაბიძე Energynews-თან საუბრისას სემეკის არსებული საქმიანობის ხარისხს აფასებს. როგორც ექსპერტი მიიჩნევს, დღესდღეობით სემეკი დაკისრებულ დავალებებს თავს წარმატებით ართმევს. მისივე თქმით, წარმატებას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ მარეგულირებელი კომისია მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული.

„არსებულ რეალობაში სემეკის ფუნქციები საკმაოდ დახუნძლულია. მე რასაც ვუყურებ და ვხედავ, სემეკით დაკისრებულ დავალებებს თავს ართმევს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელ კომისია საკმაოდ კარგი კოლექტივითაა დაკომპლექტებული, რაც განაპირობებს იმას რომ ყველა განხორციელებული პროექტი საბოლოო ჯამში წარმატებით სრულდება და მათ ჩავარდნას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დღესდღეობით სემეკის საქმიანობას დადებით ვაფასებ“. - აღნიშნავს გია არაბიძე.

კითხვაზე თუ რამდენად სწორად პოზიციონირდება მარეგულირებელი კომისია საერთაშორისო ასპარეზზე, გია არაბიძე აღნიშნავს, რომ დღესდღეობით საქართველოში ყველაზე ევროპული ორგანიზაცია სემეკია. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებში სემეკისადმი ნდობა საკმაოდ მაღალია, რაც განაპირობებს იმას, რომ წლების განმავლობაში ევროპიდან მნიშვნელოვანი დახმარებები მივიღეთ მარეგულირებლის ყოველდღიური საქმიანობის უფრო მეტად განვითარების მიმართულებით.

„სემეკმა თავიდანვე მიზნად დაისახა ყოფილიყო როგორც ევროპულ ისე მსოფლიო კანონმდებლობასთან დაახლოებულიორგანიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში სემეკი სრულად დამოუკიდებელი იყო და არავის აძლევდა საკუთარ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის საშუალებას. შესაბამისად, მისი ყოველი საქმიანობა ძალიან ახლოსაა ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ ყველაფერმა კი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ნდობაც გააჩინა ჩვენს მიმართ და სწორედ ამ ნდობიდან გამომდინარე საკმაოდ სერიოზული თანხები დაიხარჯა ევროპის მხრიდან იმისათვის, რათა სემეკის ფუნქციონირება სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულიყო. მე ვფიქრობ რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ორგანიზაცია საქართველოში სემეკია თავიანთი საქმიანობიდან და მაღალი ნდობიდან გამომდინარე“. - აცხადებს გია არაბიძე.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სემეკი საქართველოში ახორციელებს ისეთი მსხვილი და სტრატეგიული მიმართულების სექტორების რეგულირებას როგორებიცაა: ენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი,წყალმომარაგება და ახლა უკვე მელიორაცია.

 

წყარო: energynews.ge