„უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს“-ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასული სამი წლის მანძილზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმძიმეს ფონზე, საქართველომ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„სამთავრობო პროგრამის წარდგენაზე ვიდრე გადავალ, გასული სამი წლის მანძილზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი საქმიანობა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, საქართველოში შემქნილ ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს, უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ ურთულეს გამოწვევებს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით. ამ უმძიმეს ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა უდიდესი წვლილი შეიტანა. დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.