როგორ აფასებს აშშ-ს ელჩი სამთავრობო ცვლილებებსა და მთავრობის მუშაობას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატთან, ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს.

როგორც დანიგანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, იმედოვნებს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგაც გაგრძელდება.

„მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.

კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა“, – აცხადებს დანიგანი. 

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველოს პასუხისმგებელმა პირებმა გვაჩვენეს, რომ ნამდვილად ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ თანამშრომლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართველების, ასევე ამერიკელების უსაფრთხოება. საქართველო, რა თქმა უნდა, რთულ სამეზობლოში ცხოვრობს და როდესაც ქართველ პარტნიორებთან ვმუშაობთ, ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორ არის დაცული საზღვარი, საბაჟო, რისკებზე რეაგირება, საფრთხეებზე რეაგირება და რამდენად ძლიერია სანაპირო დაცვა, სამხედრო თავდაცვა, რომ შესაძლებელი იყოს აგრესიის შეკავება. მე ვხედავ, რომ საქართველოს ინსტიტუტები არიან ამ პრინციპების ერთგულნი“, – აცხადებს რობინ დანიგანი.