ყველა საქმე, რომელზეც აგორებული იყო პოლიტიკური სპეკულაციები და გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში, მოიგო სახელმწიფომ - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა საქმე, რომელზეც აგორებული იყო პოლიტიკური სპეკულაციები, მოიგო სახელმწიფომ, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგში იყო სააკაშვილის, მელიას, უგულავას, „რუსთავი “2-ის საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული საქმეები, რომელიც შეკრებას ეხებოდა. ყველა ეს საქმე სახელმწიფომ მოიგო და ყველა ეს საქმე სახელმწიფომ მოიგო.

„რაც შეეხება საკითხს, რამდენად შეიძლება, ამ სასამართლომ გაასამართლოს ადამიანები. მინდა, ფაქტები შეგახსენოთ. არაერთი საქმე გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენი სასამართლოების მიერ განსჯილი საქმეები გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. მათ შორის საქმე ეხება ისეთ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც აგორებული იყო სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები. იყო სააკაშვილის, მელიას, უგულავას, „რუსთავი “2-ის საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული საქმეები, რომელიც შეკრებას ეხებოდა. ყველა ეს საქმე სახელმწიფომ მოიგო. ყველა საქმე, რომელზეც იყო პოლიტიკური სპეკულაციები, მოიგო სახელმწიფომ. აქედან გამომდინარე, მარტო ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სასამართლოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, გაასამართლოს დამნაშავეები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.