რატომ მინდა პრემიერობა? - პრობლემების დასაძლევად - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ მინდა პრემიერობა? - პრობლემების დასაძლევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას განახადა.

მისი თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასების ზრდის შეჩერება და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„მონოპოლიები მნიშვნელოვანი საკითხია. მუშაობაა საჭირო. სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ფასების დაწევის მიზნით, ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიური სამუშაოები განახორციელა საქართველოს მთავრობამ, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმას, რომ მონოპოლიებმა არ შეუშალოს ხელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, არ მოხდეს ფასების ხელოვნური ზრდა. ეს არის გამოწვევა და ეს ყურადღებას საჭიროებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.