საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტში დღეიდან დაიწყება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტში დღეიდან დაიწყება. კომიტეტებში, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ახალ სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს ხუთშაბათს გააცნობს, რის შემდეგაც მას მთავრობის მეთაურად აირჩევენ. განახლებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში წერია, რომ საქართველო განაგრძობს ევროპისკენ სწრაფვას, სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიურ ურთიერთობას და მოქალაქეებზე ზრუნვას.

საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე გაგრძელდება ყველა მსხვილი პროექტი და ინიციატივა.