პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობა ქვეყნისთვის დადებითი პროცესებს მოიტანს, ამიტომ ოპოზიციის პანიკა საფუძვლიანია - კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნისთვის შეუძლია ძალიან ბევრი კუთხით დადებითი პროცესების მოტანა. შესაბამისად ოპოზიციას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„შედეგი იქნება ერთი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო დასუსტება და „ქართული ოცნების“ კიდევ უფრო გაძლიერება. წარსული გამოცდილება და ყველა სხვა ფაქტორიც ამაზე მეტყველებს.

რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებას, მოვლენების სტანდარტულად გაგრძელების შემთხვევაშიც არ გვქონდა არავითარი პრობლემა და რისკი, გამომდინარე იმ რეიტინგიდან რომელიც გვაქვს. 59% დაფიქსირდა უშუალოდ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გვაქვს, 2012 წლის შემდეგ ასეთი მაღალი მხარდაჭერა არ გვქონია.

ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას პოლიტიკაში შეუძლია ძალიან ბევრი კუთხით დადებითი პროცესების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად ოპოზიციას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.