ნატო მკაცრად გმობს რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ და მზად არის, გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნატოს მოკავშირეები მკაცრად გმობენ რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ და მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა. ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა პირმა უკრაინულ გამოცემა Ukrinform-ს განუცხადა.

"ნატო მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ პუტინი ცდილობს გატეხოს უკრაინის სიმტკიცე. ის წარმატებას ვერ მიაღწევს", - აღნიშნა ნატოს ოფიციალურმა პირმა.

"ნატოს მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი და მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა. ნატო აგრძელებს უკრაინის თავდაცვის უფლების მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ. უკრაინის გვერდით დავდგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - დასძინა მან.

კიევში რუსებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის Kinzhal-ის აერობალისტიკური რაკეტები გაუშვეს. იქამდე ქალაქში ძლიერი აფეთქებების სერია იყო. რამდენიმე რაიონში რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა.

აფეთქების ხმა ისმოდა სევასტოპოლშიც, ოკუპირებული ყირიმის მმართველობა ამტკიცებს, რომ საზღვაო სივრცეში უკრაინული რაკეტა ჩამოადგეს, უსაფრთხოების მიზნით კი, ყირიმის ხიდი ჩაიკეტა. 2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 119 - დაშავდა.