2023 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2023 წელს საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა, გაზეთი „ვერსია“ გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს

1.ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც ქვეყნისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. მოსახლეობამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება თავისუფლების მოედანზე აღნიშნა.

2.მნიშვნელოვანია 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციები

საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა 2023 წლის 6 მარტიდან. საპროტესტო აქციბის მიზეზი გახდა პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მხარდაჭერა. აქციების დასაშლელად პოლიციამ თბილისში გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. კანონის კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ კანონპროექტი წარმოადგენს ავტორიტატულ ცვლილებას და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნები.

3.მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა. იმპიჩმენტის საქმემ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, თუმცა კენჭისყრისას, პარლამენტში არ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.

4.ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდა, პარტიის თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, რაც ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა გააპროტესტა. საბოლოოდ ნიკა მელიამ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა და  საკუთარი პარტიის დაარსება დაანონსა.