საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან და ჩვენს მოძმე ერთან - სომხეთთან - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩვენს მოძმე ერთან - სომხეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” - გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამდენად, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული ამ სიტუაციაში. 

„საქართველო ნეიტრალურია 100 პროცენტით. ვერცერთის მხარეს დავიჭერთ ამ სიტუაციაში.
ჩემმა მეგობარმა - ნიკოლ ფაშინიანმა - ძალიან კარგად იცის ეს. ჩემმა მეგობარმა - ილჰამ ალიევმა - ძალიან კარგად იცის ეს. ამიტომ, ეს კითხვა ლიდერებს - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ალიევს - უნდა დაუსვათ.  ამაზე კომენტარს არ გავაკეთებდი, რადგან ნეიტრალური და მიუკერძოებელი პოზიციის დაცვა მსურს ჩვენს რეგიონში. მე მგონი, ეს სამივე ჩვენგანის ინტერესებშია.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გასულ თვეს, როდესაც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ვმასპინძლობდი. მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის - ნიკოლ ფაშინიანის - რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა ფორუმს. მიმაჩნია, რომ კარგი შესაძლებლობა შეიქმნა, რადგან სამივემ შევძელით შეკრება და საუბარი ჩვენი რეგიონის მომავლის - სამომავლო თანამშრომლობის - შესახებ. განვიხილეთ იმ სირთულეებისა და ბარიერების  დაძლევის გზები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ისაუბრა. ვფიქრობ, რომ საქართველომ აქ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია. მადლობა გაგებისთვის“, -  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.