ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლე ანიკო ლევაი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლე ანიკო ლევაი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებმა მონასტერი მოილოცეს. ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თეოდორამ უმასპინძლა.

მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებს საჩუქრად აზარფეშა და უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს, ასევე − მონასტრის დედების მიერ ამოვლებული ჩურჩხელები, კალენდარი და ბუკლეტი წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ.