ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა და ვიქტორ ორბანის მეუღლე ანიკო ლევაიმ კომპანია "დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ − ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლემ − ანიკო ლევაიმ კომპანია − „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ − დაათვალიერეს.
 
კომპანიის მფლობელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრთა მეუღლეები ადგილზე დეტალურად გაეცნენ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს.
დავით კაკაბაძემ სტუმრებს თავისი საავტორო წიგნები გადასცა საჩუქრად.
 
სახელოსნო 1999 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 60-ამდე ადამიანი. სახელოსნო არის მულტიფუნქციონალური და მოიცავს 8 სახელოსნოს, ასევე არის ოქრომჭედლობის სრული კომპლექტაციის შექმნის პირობები. კომპანია მუშაობს საეკლესიო ნივთებსა და საერო სამკაულებზე; საათის დეტალებსა და მინანქრის ციფერბლატებზე. ის თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის − საათების შვეიცარიულ კომპანია Patek Philippe-თან, რომლისთვისაც ამზადებს მინანქრის ციფერბლატებსა და საათის სხვა დეტალებს.